God VS. Darwin ანუ ვინ ვართ ჩვენ

ადამიანებს ყოველთვის აწუხებდათ კითხვები: ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ, რისთვის მოვევლინეთ ამ ქვეყანას, როდის გაჩნდა ჩვენი მოდგმა, როგორ შეიქმნა ის, რა ხდება, როცა ვკვდებით და ა.შ. მსგავსი კითხვები, რომლებზეც 1 კონკრეტული პასუხი არ არსებობდა, რეალურად აწუხებდათ ადამიანებს და დღესაც აწუხებთ, რადგან დამტკიცებული დღესაც არაფერია.

გადავწყვიტე საკუთარი აზრი, დამოკიდბულება შემოგთავაზოთ ამ საკითხთან დაკავშირებით

მაგრამ, სანამ ამას გავაკეთებ, მოდით, ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შევთანხმდეთ – ადამიანები არიან ძალიან ამპარტავანი და თავმოყვარე არსებები. ისინი ოდითგანვე ისეთი ამპარტავნები იყვნენ, რომ არ შეეძლოთ საკუთარი თავი უბრალო მოკვდავ არსებებად მიეღოთ, რომლებიც უბრალოდ ცოცხლობენ და შემდეგ კვდებიან, როგორც ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმი. მათ რატომღაც სჯეროდათ, რომ განსაკუთრებულები და ყველასგან გამორჩეულები იყვნენ და ადამიანთა უმეტესობა დღესაც ასე ფიქრობს.

მოკლედ, ადამიანთა ამ უსაზღვრო ამპარტავნობამ (თუ ამპარტავნებამ) და სურვილმა გაეცათ პასუხი ზემოთ მოყვანილი კითხვებისთვის, მიიყვანა კაცობრიობა რელიგიის შექმნამდე. რა არის რელიგია, თუ არა უსუსური მცდელობა უპასუხოს კითხვას: ვინ ვართ ჩვენ? თუმცა ამ მეთოდმა, გარკვეულწილად, გაამართლა. არსებობს მრავალი რელიგია, რომლებსაც განსხვავებული თეორიები აქვთ, მაგრამ, ჯამში, რელიგია გვაძლევს პასუხებს: არსებობს უმაღლესი არსება ღმერთი, რომელიც ყველაზე მაგარია, მას ყველაფერი შეუძლია, ის უკვდავია და მართალი. ღმერთმა შექმნა დედამიწა და ჩვენ, ადამიანები, იმისთვის, რომ ვიყოთ ისეთები, როგორიც თვითონ არის. მაგრამ ეს მარტივი თეორია ძალიან ცოტაა, იმისთვის რომ ამპარტავანმა ადამიანებმა დაიჯერონ. მათ რაიმე განსაკუთრებული ჯილდო სჭირდებათ, რაიმე განსაკუთრებული აზრი, რადგან რეალურად თვითონ ადამიანებიც ხომ ძალიან მაგრები არიან და გამორჩეულები და მათზე ბევრად უფრო მაგარი არსების არსებობას ესე მარტივად ვერ შეეგუებოდნენ.

ამიტომაც რელიგიამ მოგვცა ჩვენი ჯილდო და აზრი: თუ ჩვენ შევასრულებთ ღვთის ნებას და ვიცხოვრებთ მისი წესებით, ჩვენ თვითონ გავხდებით ღმერთები, ანგელოზები, წმინდანები. ეს უკვე მისაღები იყო ადამიანებისთვის. მათ გადაწყვიტეს დროებით გვერძე გადაედოთ თავიანთი ამპარტავენბა იმისთვის, რომ შემდეგ უსაზღვროდ ამპარტავნები ყოფილიყვნენ, გატოლებოდნენ იმას, ვინც სამყარო შექმნა.

მოკლედ, ადამიანები მოექცნენ და ყველაფერი კარგად და მშვიდად იყო, სანამ მთავარ კითხვებზე ალტერნატიულ პასუხებს მეცნიერება არ გასცემდა ხალხს. ჩარლზ დარვინმა დაამარცხა თავისი ამპარტავნობა, განიხილა ადამიანი, როგორც ევოლუციის მორიგი საფეხური და მან ქვედა საფეხურებიც განსაზღვრა. მან გასცა პასუხი კითხვებს: როგორ გავჩნდით, ვინ ვართ….. და ხალხის აზრი გაიყო. დარვინის თეორიას უამრავი მომხრე გამოუჩნდა (ხალხი დაიღალა საკუთარი ამპარტავნობით), მაგრამ დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაინც რელიგიას ემხრობოდა და ემხრობა დღესაც, რადგან მათში ამპარტავნობა ძალიან ძლიერია და ისინი ვერ დაუშვებენ თავი ევოლუციის მორიგ საფეხურად წარმოიდგინონ.

God VS. Darwin (ღმერთი დარვინის წინააღმდეგ). ორ თეორიას შორის ბრძოლა დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ, მოდით, თვალი გავუსწოროთ რეალობას: ღმერთი გამოგონილი პერსონაჟია, ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემის უსუსური მცდელობა და მეტი არაფერი. ვიცი, ბევრი თქვენგანი ამაში არ დამეთანხმება და შეიძლება გამაკრიტიკოთ კიდეც, რითაც გამახარებთ, მაგრამ ეს ჩემი ბლოგია და შემიძლია სუბიექტური მქადაგებელის როლიც კი მოვირგო, თუ მომინდება.

ჩარლზ დარვინს რაც შეეხება, მას გარკვეული ლოგიკა ნამდვილად აქვს. ჩვენ მართლაც ვართ ევოლუციის მორიგი საფეხური. ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ გეზრდებათ ბალანი სხეულზე, როგორც ცხოველებს,  რატომ გაქვთ ბუნებრივი თავდაცვითი რეფლექსები ან რატომ გაქვთ უფრო სქელი კანი ქუსლებზე, ვიდრე სხეულის სხვა ადგილას? ეს ყველაფერი ცხოველურია და ევოლუციის თეორიას ამტკიცებს – ამას უნდა შევეგუუთ. დარვინი კარგია, მაგრამ იგი ყველა კითხვაზე მაინც არ სცემს ზუსტ პასუხს.

მე კი ვეცდები ყველა კითხვას ვუპასუხო : D

უფრო სწორად, ჩემს დამოკიდებულებას გაგაცნობთ : )

პირველ რიგში, მოდით, დავსვათ ასეთი კითხვა:  რაში გვჭირდება პასუხები ზემოთ მოყვანულ კითხვებზე? შეგიძლიათ კონკრეტულად უპასუხოთ ამ კითხვას? იქნებ იმისთვის გჭირდებათ, რომ თქვენი ამპარტავნობა დაადასტუროთ? ანუ დაადასტუროთ ის, რომ მართლაც განსაკუთრებულები ხართ, ყველასგან გამორჩეულები. პასუხი ესაა. პასუხი ესაა კითხვაზეც “არსებობს თუ არა ღმერთი” ან “მართალია თუ არა დარვინი”. ორივე შემთხვევაში ადამიანურ ამპარტავნებასთვან მივდივართ.

ახლა კი, მოდით, მეორე კითხვა დავსათ: რა გვაძლევს საფუძველს, ვიყოთ ამპარტავნები? რა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ განსაკუთრებულები ვართ? არსებობს ერთი რეალური მიზეზი მაინც, რომ ვიფიქროთ ყველაზე მაგრები ვართო? ჩემი პასუხია არა! არ არსებობს მიზეზი ვიფიქროთ საკუთარ სიდიადეზე, არ არსებობს ფაქტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ გვაქვს საფუძველი, ვიყოთ ამპარტავნები. გამოსავალი შემდეგია: დავამარცხოთ საკუთარი ამპარტავნება და გარე სამყაროს რეალურად შევხედოთ.

რა ხდება, როდესაც ამპარტავნები აღარ ვართ? როდესაც ამპარტავნები აღარ ვართ და როდესაც თავს აღარ ვიტყუებთ, რომ ზე არსებები ვართ, ბუნებრივად ვიღებთ იმ სამყაროს, რომელშიც ცხოვრება გვიწევს. ჩვენ ვიბადებით, გვხვდება სამყარო, რომლის წარმომავლობაც აღარ არის საინტერესო, რადგან ამის ზუსტი ცოდნა ჩვენ სამყაროს და ჩვენს ცხოვრებას ოდნავადაც არ შეცვლის.  ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენებურად (ვემორჩილებით ან ვებრძვით საზოგადოებას და მის წესებს) და შემდეგ უბრალოდ ვკვდებით. END OF STORY. ვკვდებით, ისე, როგორც ყველა სხვა ცოცხალი არსება კვდება და ეს სრული დასასრულია ცხოვრების. იმის გამო, რომ ამპარტავნები აღარ ვართ, იმის პრეტენზიაც აღარ გვაქვს, რომ სიკვიდილის შემდეგ სიცოცხლე გაგრძელდეს, რადგან რეალურად ვხედავთ, ეს შეუძლებელია.  ამპარტავნობა – ეს არის ერთადერთი მიზეზი, რაც ზემოთ დასმული კითხვების აქტუალურობას განსაზღვრავს. მის გარეშე ამ კითხვებს აზრი არ აქვს, იმდენად, რამდენადაც მათზე პასუხებს არ აქვთ აზრი. და ცხოვრება უბრალო და საინტერესოა.

აი ჩემი დამოკიდებულება კითხვისადმი “ვინ ვართ ჩვენ”. ჩემი პასუხია – არავინ. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემთვის კითხვები  ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ, რისთვის მოვევლინეთ ამ ქვეყანას, როდის გაჩნდა ჩვენი მოდგმა, როგორ შეიქმნა ის, რა ხდება, როცა ვკვდებით და ა.შ. საერთოდ აღარ არის აქტუალური და საინტერესო : )

პოსტის ავტორი: გიორგი გოგუა

ტეგები:, , , ,

About Capt

ახალი ბლოგერი

9 responses to “God VS. Darwin ანუ ვინ ვართ ჩვენ”

  1. nancygaladriel says :

    რამ შემქმნა ადამიანად…
    აუ შავი ფონი მოაცილე თორე მკითხველის თვალებზე ცუდად მოქმედებს.
    ამიჭრელდა თვალები,ძლივს წავიკი|თხე ბოლომდე :დ

  2. Natosha says :

    ღმერთი თუ ღმერთია, ღვთის ნება ხვთის რატომ გახდა?

  3. jinx says :

    yochag saintereso iyoo 😉

  4. baxtura says :

    karalev xo ici rasac carmoadgen??? 😀 am xalxs ragas atyueb too texavs magrad… opozicia var :D:D:D:D

  5. HIGGS BOSON says :

    ადამიანის პრობლემა!? ,, შენ ყოველთვის იმას აღიარებ რაც არ გესმის”-ძია ბლეზი, გვეშინია! ,,დაSHISHE და იბატონე”-,, ვიღაციუსებზე(ითვლები),, გათვილილი ლოზუნგი.,,დჯააან” მაგ(ა)რები გვინდა გამოვჩდეთ. თუ ვთქვი ,,ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის შეცდომაა,, მაგარი ტიპი ვიქნები.
    გეკითხები სამყარო რამ შექმნა? მეტყვი დიდმა აფეთქებამო. მაშინ ადგილი სადაც დიდი აფეთქება მოხდა რამ შექმნა.
    ,,რომ შექმნა რაიმე, აუცილებლად უნდა იყო ვინმე”- ვოლფანგ გეთანხმები!

დატოვე კომენტარი