V for Vaseline

v

V for Vaseline
ეს პოსტი 22 სექტემბერს დავწერე, მას შემდეგ, რაც 2 დღით ადრე, 24 საათზე ნაკლებ დროში გავყიდე V for Vendetta-ს 40 ნიღაბი. თუმცა, მოგვიანებით კიდევ 250 ცალის გაყიდვას ვაპირებდი, ამიტომ პოსტის გამოქვეყნებისგან თავი შევიკავე. ახლა კი ის თქვენს წინაშეა.

Read More…

არარსებული კანონზომიერება

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. მინდა ერთ გამოგონილ „კანონზომიერებაზე“ მოგიყვეთ, რომელიც ხშირდად შემხვედრია წიგნებში, ფილმებსა თუ ადამიანებში და, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ–ერთი ის აგურია, რომელიც სხვა აგურებთან ერთად მტკიცე კედელს ქმნის ადამიანის გონებაში და მის განვითარებას უშლის ხელს. თუმცა, იქნებ პირიქით – იცავს მისგან.

Read More…

“ჭამა და” ფიქრი

პოსტებს გადავხედე და მომინდა რამე კარგზე, პოზიტიურზე დამეწერა. ყოველთვის რაღაც მოსაწყენი პრობლემა რატომ უნდა განვიხილოთ, ხომ შეიძლება დროებით დავივიწყოთ მათი არსებობა და რაიმე სასიამოვნოზე ვილაპარაკოთ..

Read More…

საზოგადოების წინააღმდეგ (როდესაც არ იცი ვინ მოკლა)


ჩვენს ჯერ–ჯერობით ერთადერთ საცხოვრებელ პლანეტა დედამიწაზე ბოლო ამერიკული მონაცემებით 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. რა გასაკვირია, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს – ჩვენ შორის ხომ ასეთი დიდია განსხვავება. თუმცა, ადამიანთა გარკვეული ჯფუფები მაინც ახერხებენ ბედნიერ და მშვიდ თანაცხოვრებას. ეს სასწაული კანონის ძალით იმართება. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არაა. რა ხდება მაშინ, როდესაც თვითონ კანონია უმართავი?

Read More…

იყვირე ან გაჩუმდი (poll)

ორი დღის განმავლობაში ბლოგზე ახალი არაფერი დამიდია, ვფიქრობდი გამეგრძელებინა თუ არა ეს საქმიანობა. საერთოდ, სულ ეგრე ვარ: რაღაცას ვიწყებ და მერე ძალიან მალე თავს ვანენბებ. ვცდილობდი მივმხვდარიყავი საერთოდ რაში მჭირდება “დემაგოგი”. ახლა უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერებს, იქნებ ეს დამეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში.. გაგრძელებაში გამოკითხვაა – გთხოვთ რამე დააფიქსიროთ..

Read More…

დომინო (ამბავი მოგზაურზე ნახატით ხელში)

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული უხილავი ძაფებით და უმიზეზოდ არასდროს არაფრი ხდება. ყველა ადამიანს თავისი გზა, თავისი ბედისწერა აქვს, რომელსაც ვერასდროს ვერ გაექცევა. ასეთი ადამიანების შესახებ სტატიას ვკითხულობდი, როდესაც ერთი ძველი ამბავი გამახსენდა. გადავწყვიტე მოგიყვეთ.

Read More…

ვინ არის მარიამი?


როდესაც ბლოგის შექმნა გადავწყვიტე, იდეა გამიჩნდა, ეს სხვა სახელი და გვარით გამეკეთებინა. ზუსტად არ ვიცი, რატომ ჩავთვალე რომ ეს კარგი იდეაა. შეიძლება იმიტომ, რომ ახალი, პარალელური ცხოვრების დაწყება, თანაც ჩემგან საპირისპირო სქესით, შესაძლოა საინტერესო ყოფილიყო. ან იქნებ მიზეზი უბრალოდ ნამდვილი ვინაობის დამალვაა.. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს ამ ყველაფერს გამოვასწორებ.

Read More…

იპოვე დრო (Timing Tragedy)

ხშირად მეუბნებიან, რომ თურმე დროს ვკარგავ, ვფლანგავ. რას უნდა ნიშნავდეს ეს? დღესაც, როდესაც ამ ბლოგის დიზაინის შეცვლაზე ვწვალობდი რამდენჯერმე მითხრეს იგივე. საინტერესოა, თუ ადამიანს მოსწონს დროის ის პერიოდი თავისი ცხოვრებისა, როდესაც “დროს ფლანგავს”, მართლაც ფლანგავს ის დროს, თუ პირიქით, სასიამოვნოდ იყენებს მას? პოსტში ვისაუბრებ დროზე.

Read More…

God VS. Darwin ანუ ვინ ვართ ჩვენ

ადამიანებს ყოველთვის აწუხებდათ კითხვები: ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ, რისთვის მოვევლინეთ ამ ქვეყანას, როდის გაჩნდა ჩვენი მოდგმა, როგორ შეიქმნა ის, რა ხდება, როცა ვკვდებით და ა.შ. მსგავსი კითხვები, რომლებზეც 1 კონკრეტული პასუხი არ არსებობდა, რეალურად აწუხებდათ ადამიანებს და დღესაც აწუხებთ, რადგან დამტკიცებული დღესაც არაფერია.

გადავწყვიტე საკუთარი აზრი, დამოკიდბულება შემოგთავაზოთ ამ საკითხთან დაკავშირებით

Read More…

ქართული შოუ ბიზნესი


რამდენიმე კვრის წინ გადაცემას ვუყურე, რომელშიც ქართულ შოუ ბიზნესსზე ლაპარაკობდნენ. საერთოდ ტელევიზორს არ ვუყურებ, მაგრამ, რატომღაც, ამ გადაცემამ ჩემი ყურადღება მიიპყრო. ეს იყო თოქ-შოუ “100° C” (100 გრადუსი ცელსიუსით) ტელეკომპანია “იმედზე”. Read More…